A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რეჩ

რეჟიმი

ინგლ. Regime
ფრანგ. regime
ლათ. regimen – მმართველობა, სამმართველო, regere – მართვა
მმართველობის ფორმების, მეთოდებისა და ხერხების სისტემა, რომლებსაც ხელისუფლების სათავეში მყოფი მოქმედი პოლიტიკოსები განსაზღვრავენ საზოგადოებაში პოლიტიკური ძალაუფლების (სახელმწიფო ძალაუფლების ჩათვლით) განხორციელების მიზნით. რ. საზოგადოებრივი საქმეების მართვის განსაკუთრებული პროცედურებითა და ინსტიტუტებით ხასიათდება. ეს ცნება ხელისუფლების ფუნქციური დახასიათებაა. მისი ერთიანი ტიპოლოგია არ არსებობს. კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, უფრო ხშირად, გამოყოფენ დემოკრატიულ, ლიბერალურ, ავტორიტარულ და ტოტალიტარულ პოლიტიკურ რ-ებს. ამ რეჟიმების ხასიათი არასდროს არის პირდაპირ მითითებული კონსტიტუციებში (თუ არ ჩავთვლით მეტად გავრცელებულ მითითებებს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათზე), მაგრამ ყოველთვის აისახება მათ შინაარსზე. რ-ის ხასიათი ხუთი ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება:
1. ვინ მართავს (ერთი ადამიანი თუ ჯგუფი; აღმასრულებელი ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლი ხორციელდება თუ სამხედრო კონტროლი)?
2. რა საზღვრებში და რა მოცულობით (საზოგადოებრივ ზეწოლაზე რეაგირების ხარისხი, ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება)?
3. რა მიზნების მისაღწევად (იდეოლოგიური ორიენტაცია)?
4. პირდაპირი თუ ინდივიდუალური საშუალებებით (ხელისუფლების რ-ის წყარო ხალხია თუ რ. მმართველის ნებას ემორჩილება)?
5. რა პირობებში და რა შეზღუდვებით (რამდენადაა რ-ის ფორმა განპირობებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფაქტორებით)?
წყარო: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9