ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და მწერალი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 1940—1945 და 1951—1955 წლებში, „დიდი სამეულის“ ერთ–ერთი წევრი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1953).
უინსტონ ჩერჩილი გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში შევიდა როგორც XX საუკუნის ერთ–ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებაში 6 მონარქის მმართველობის პერიოდში მოღვაწეობდა დაწყებული დედოფალი ვიქტორიიდან დამთავრებული ელისაბედ მეორეთი. მონაწილეობდა ანგლო–სუდანის ომში. პერიოდულად მისი ნახატები სამეფო აკადემიის დარბაზებში იფინებოდა. ჩერჩილი იყო თავისი დროის უდიდესი ორატორი.