A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

პა პე პი პლ პო პრ პს პუ პწ
პეა პედ პევ პეი პელ პენ პეო პეპ პერ პეს პეტ

პეტრე I დიდი (1672–1725)

რუს. Пётр I Великий
რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.

პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.

1682 წელს ცარ ფედორის დასაფლავების შემდგომ ბოიარების დუმამ პატრიარქ იოაკიმის დასტურით პეტრე ცარად გამოაცხადა. თუმცა მალე მოსკოვში მილოსლავსკებისა და პეტრე უფროსი დის ცარევნა სოფიას მიერ პროვოცირებული სტრელეცების ბუნტი დაიწყო, რომელსაც ნარიშკინების საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი ემსხვერპლა. საბოლოოდ ორივე ძმა, პეტრე და ივანი ერთდროულად იქნენ ტახტზე დასმული. ივანი მართალია "უფროს" ცარად ითვლებოდა, მაგრამ სინამდვილეში მთელი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ნახევარდამ, სოფიამ, რომელმაც თავი რეგენტად გამოაცხადა და სამეფო საქმეებს სრულიად ჩამოაშორა ნატალია ნარიშკინა. სოფიას მმართველობის დროს პეტრე დედასთან ერთად მოსკოვის მიმდებარე სოფლებში - კოლომენსკოესა და პრეობრაჟენსკოეში ცხოვრობდა.

17 წლის ასაკში დედის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პეტრე თავისი ნების წინააღმდეგ იქორწინა ევდოკია ლოპუხინაზე. მიუხედავად ცარევიჩ ალექსეის დაბადებისა 1690 წელს იგი დემონსტრაციულად იგნორირებას უკეთებდა მეუღლეს. 1689 წელს ცარევნა სოფია კვლავ შეეცადა მოეწყო სტრელეცების ბუნტი. მას გამიზნული ჰქონდა პეტრე მთლიანად ჩამოეცილებინა სახელმწიფო საქმიანობისათვის და ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო, მაგრამ ნარიშკინებმა ამჯერად დაასწრეს სოფიას. იგი დაააპატიმრეს, ჩამოართვეს რეგენტობა და ნოვოდევიჩის მონასტერში გამოკეტეს. ივანე V, რომელიც ამ დროისათვის გონებასუსტი და თითქმის ბრმა იყო, მის სიკვდილამდე (1696) ნომინალურ თანამმართველად იქნა დატოვებული.

იხ. აგრეთვე: პერსონალია
წყარო: ვიკიპედია პეტრე I დიდი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9