A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რეჩ

რესპუბლიკა

ლათ. respublica
სახელმწიფო მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც მმართველობის ყველა უმაღლესი ინსტიტუტი ან არჩევითია, ან ყალიბდება საერთო სახალხო წარმომადგენლობითი დაწესებულებების (პარლამენტების) მიერ. რ-ში გარანტირებულია მოქალაქეთა პირადი პოლიტიკური უფლებების დაცვა. ლიტერატურული ტრადიციის მიხედვით, „რესპუბლიკა“ თავდაპირველად სახელმწიფოს სინონიმურ ტერმინად გამოიყენებოდა. სწორედ ამგვარად ითარგმნა ლათინურად პლატონის პოლიტიკური ტრაქტატის სახელწოდება. უფრო გვიან, XVII ს-დან რ-ს უწოდებდნენ ისეთ სახელმწიფოს, რომელშიც არ არსებობდა სამეფო ხელისუფლება. თანამედროვე მნიშვნელობა რ-მ გაცილებით გვიან მიიღო, თუმცა, აქაც მედისონი განასხვავებდა პოლიტიკურ მმართველობას, რომელიც ემყარება წარმომადგენლობითობას (მისი ტერმინოლოგიით, რ-ს) და სახელმწიფოს, რომელშიც ყოველი მოქალაქე პირადად მონაწილეობს მმართველობაში (დემოკრატიას).
სინონიმი: საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო მართველობა
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9