ფრანგ. impressionnisme, impression – შთაბეჭდილებაინგლ. impressionism მიმართულება ხელოვნებაში, რომელიც შეიქმნა მე-19ს-ის მეორე ნახევარში, საფრანგეთში; ცდილობდა გადმოეცა მხატვრის უფაქიზესი სუბიექტური განცდები, წუთიერი შთაბეჭდილებები და განწყობილება, შეიქმნა მხატვარ კლოდ მონეს ნახატის სახელწოდების მიხედვით, რომელიც ექსპონირებული იყო პარიზის გამოფენაზე, 1874 წელს.
- „impression” - „შთაბეჭდილება”
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]