A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვედ ვეზ ვენ ვერ ვეს ვეტ ვეშ

ვენეციის რესპუბლიკა

თურქ.
რუს.
პოლონ.
იტალ. Repubblica di Venezia)
შუა საუკუნეების იტალიური სახელმწიფო; არსებობდა VII-VIII საუკუნეებიდან 1797 წლამდე და ფლობდა მნიშვნელოვან ძალაუფლებას ხმელთა შუა ზღვის ნაოსნობისა და ეკონომიკურ საკითხებში. სახელმწიფოს ცენტრი მდებარეობდა ადრიატიკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ვენეციის რესპუბლიკის ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა საბოლოოდ კოლონიურ იმპერიაში გადაიზარდა, რომელიც ვენეციიდან ცენტრალურად იმართებოდა და ვრცელდებოდა ზემო იტალიიდან კრეტამდე და ყირიმიდან კვიპროსამდე. გარდა ამისა ვენეციის რესპუბლიკა არაერთ სავაჭრო კოლონიას ფლობდა ფლანდრიასა და მაღრიბში, ალექსანდრიასა და აკოში, კონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში, ისევე როგორც ადრიატიკის ზღვის მრავალ სახელმწიფოში. არისტოკრატიული რესპუბლიკის სიმდიდრის შედეგად მას ცენტრალური ადგილი ეკავა მთელ რეგიონში, ბიზანტიასა და საღვთო როის იმპერიას შორის და ფლობდა მნიშვნელოვან სასაქონლო მონოპოლიას. მისთვის ხელსაყრელი იყო იტალიის დაქუცმაცებულობაც. მნიშვნელოვან კომერციულ სფეროს, რომელიც შორეულ ქვეყნებში ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული, მხოლოდ დიდებულები განაგებდნენ და სულ უფრო მეტად იმკვიდრებდნენ პოლიტიკურ ლიდერობას, სანამ არ გაუქმდა სახალხო კრება.
იხ. აგრეთვე: ვენეცია
წყარო: ვიკიპედია ვენეციის რესპუბლიკა
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9