A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ღა ღვ ღი ღმ ღო
ღორ

ღორჯოსებრნი

ლათ. Gobiidae
ლათ. gobius cephalarges constructor
თევზების ოჯახი ქორჭილასნაირთა რიგისა. აერთიანებს 200 გვარის 600-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 7,5 მმ-იდან (ფილიპინის კუნძულებზე) — 50 სმ-მდე მერყეობს. მუცლის ფარფლები ერთმანეთთანაა შეზრდილი და მისაწოვარ დისკოს ქმნის, რითაც ემაგრებიან ჩქარ მდინარეში ქვებს. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან და მტკნარ წყლებში ცხოვრობს 14 სახეობისა და ქვესახეობის ღორჯო, რომელთაგან მდინარეებში გვხვდება მხოლოდ 1 ქვესახეობა — კავკასიური მდინარის ღორჯო უმეტესად იკვებებიან უხერხემლოებით. ბევრ მათგანს (შავპირა ღორჯო, მეშლამია, გომბეშოსთავა და სხვა) სარეწაო მნიშვნელობა აქვს — იყენებენ ნედლად და დაკონსერვებულს.
წყარო: ვიკიპედია ღორჯოსებრნი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9