A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რით რიკ რიმ რის რიტ

რიტუალიზმი

მერტონის მიხედვით, საზოგადოებაში ინდივიდთა შეგუების ტიპი, როდესაც ხდება ინსტიტუციური ნორმების გამძაფრებული, უპირობო დაცვა კულტურაში აქცენტირებული მიზნების გათვალისწინების გარეშე. ასე იქცევა, მაგ., ორგანიზაციის წევრი, რომელიც ზედმიწევნით იცავს ორგანიზაციის წესებს, თითქოს ეს იყოს ერთადერთი პირობა (მიზეზი) ამ ორგანიზაციის არსებობისა და მასში მისი უსაფრთხოების შენარჩუნებისა. ესაა მოხელე, რომელიც, შეშინებული იმით, რომ შეიძლება დაითხოვონ ან ვითარება გაუუარესდეს, თავისი შრომის მწარმოებლურობას ყინავს განსაზღვრულ - არც ზრდად და არც კლებად - დონეზე. ინდივიდი უარს ამბობს ძირითად კულტურულ მიზნებზე და რუტინული წესრიგისადმი უსაზღვრო ერთგულებით გამოირჩევა. მოქმედებს ამ შემთხვევისათვის ტიპური ლოგიკა: „არ დაისახოთ მაღალი მიზნები - არ იქნება იმედგაცრუებაც“, ანდა, „ვცდილობ, ვითამაშო ფრთხილად და თავი არ წამოვყო.“ ამრიგად, რ. არ ითვალისწინებს სოციალურ იერარქიაში წინ და მაღლა მოძრაობას, არამედ ორიენტირდება არსებულის შენარჩუნებაზე.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9