A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აღა აღბ აღგ აღდ აღვ აღმ აღს აღქ

აღმასრულებელი ხელისუფლება

ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც არსებული კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. ა.ხ. ქვეყნის, სახელმწოფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ ა.ხ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, იგი სხვადასხვა სახისაა იმის მიხედვით, თუ როგორია პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც ხელისუფლების დანაწილება დამოუკიდებელ ერთეულებად არასაკმარისად ხორციელდება ან საერთოდ არ ხორციელდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ა.ხ. ორი ძირითადი სახით არის წარმოდგენილი: ერთი მათგანის ტიპური ნიმუშია შეერთებული შტატების ა. ხ. რომელსაც პრეზიდენტი მეთაურობსა. საპრეზიდენტო ა.ხ. შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია. ამასთან, საპრეზიდენტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებში შეზღუდულია კონგრესით და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოებით, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია იმის ზედამხედველობაა, რომ ა.ხ-ის მოქმედება არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9