A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კოლონიალიზმი

იმპერიალიზმის სახეობა, რომელიც გულისხმობს სხვა სახელმწიფოს დამორჩილებას და მისი ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენებას დამპყრობელი ქვეყნის (მეტროპოლიის) სასარგებლოდ. წმინდა იმპერიალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც არ გამორიცხავს სრულ ანექსიასა და ასიმილაციას, კოლონიალიზმი გულისხმობს კოლონიის განცალკევებით არსებობას.
კოლონიურ სისტემას საფუძველი ჩაეყარა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, დაახლოებით XVI საუკუნიდან, როდესაც ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტზე ახლად აღმოჩენილი მიწების ათვისება და ამ ტერიტორიებზე მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბება. მთავარი კოლონიური სახელმწიფოები იყვნენ: პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია, განსაკუთრებით კი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. კოლონიებს ფლობდნენ აგრეთვე ბელგია, გერმანია, იტალია, აშშ და იაპონია.
ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ კოლონიალიზმი, როგორც სისტემა აღარ არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის და ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის იდეების ფართოდ გავრცელების შედეგად, 120-ზე მეტმა ქვეყანამ მოიპოვა პოლიტიკური დამოუკიდებლობა. თუმცა, ტერმინი ხანდახან მაინც გამოიყენება ეკონომიკურად სუსტად განვითარებული ქვეყნების ჩაგვრისა და დამორჩილების პოლიტიკის აღსანიშნავად.
წყარო: სამოქალაქო განათლების ლექსიკონი / [ავტ.: დავით ზურაბიშვილი, გიორგი გობრონიძე ; რედ. ხათუნა ყვირალაშვილი] ; საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი. - თბ., 2011. - 304 გვ. : ილ. ; 21 სმ.. - ავტ. მითით. თავფურ. მე-2 გვ.. - ISBN 978-9941-0-3354-4[MFN: 144592]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9