A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ეკბ ეკლ ეკო

ეკონომიკური სანქციები

საგარეო პოლიტიკის ეკონომიკური საშუალებების (ინსტრუმენტების) ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ურთიერთობების აქტორის ან აქტორთა ჯგუფის მიერ სხვა აქტორის ან აქტორების დასჯას მათ ხელთ არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების მეშვეობით. ე.ს-ს მიეკუთვნება ემბარგო, ბოიკოტი, ბლოკადა, კვოტები, ტარიფები, შავი სია, წინასწარი შესყიდვა და ა.შ. ე.ს-ის მიზანია, აიძულოს სამიზნე სახელმწიფო, შეცვალოს თავისი პოლიტიკა და დაეორჩილოს საერთაშორისო ორგანიზაციების ანდა სანქციების გამტარებელ აქტორთა მოთხოვნებს. თუმცა სანქციების გატარება შესაძლებელია სამართლიანი იყოს და შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს, თვითონ ე.ს-ების ცნება ნეგატიური შინაარსის მქონეა, რადგან იგი არა იმდენად რეჟიმის, რამდენადაც მოსახლეობის წინააღმდეგ აღმოჩნდება ხოლმე მიმართული. უკანასკნელ ათწლეულებში ე.ს-ები გატარდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და სამხრეთ როდეზიის (რასისტული და აპართეიდული პოლიტიკის გამო), აგრეთვე ერაყისა და იუგოსლავიის მიმართ. უფრო მცირე მასშტაბით ე.ს-ის გამოყენებას პრაქტიკულად პერმანენტული ხასიათი აქვს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9