A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვედ ვეზ ვენ ვერ ვეს ვეტ ვეშ

ვეტო

ლათ. veto [ვე´ტო] - ვკრძალავ, ნებას არ ვაძლევ
1. სახელმწიფოს მეთაურის ან პარლამენტის ზედა პალატის უფლება, აკრძალოს ან დროებით შეაჩეროს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონის ძალაში შესვლა (საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით ეს უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტს). შეერთებული შტატების კონსტიტუციით, წარმომადგენელთა პალატის ან სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტმა შეიძლება წააწეროს სიტყვა ვ. („ვკრძალავ“), რის შემდეგაც დოკუმენტი აკრძალვის სათანადო მოტივაციით საკანონმდებლო ინსტიტუტს უბრუნდება. ამის შემდეგ კონგრესს მაინც შეუძლია გაიტანოს თავისი კანონპროექტი, თუ მისი წევრები მოაგროვებენ ორივე პალატაში ხმების 2/3 -იან უმრავლესობას. თუ პრეზიდენტი კვლავ ვ-ს დაადებს კანონპროექტს, ვ. ავტომატურად ძალაში შედის ათი დღის ვადაში, თუ ამ პერიოდში კონგრესი არ შეწყვეტს სხდომობს.
2. საერთაშორისო ასპარეზზე ვ-ს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს (აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს).
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9