არჩევნების ჩატარების ამ მეთოდს ხანგრძლივი ისტორია აქვს და მკაფიოდ პირველად დაფიქსირებულია ჯერ ძველ საბერძნეთში და შემდეგ ძველ რომში. კ-ის ინსტიტუტის განვითარების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი შუა საუკუნეების იტალიურ ქალაქ-რესპუბლიკებს უკავშირდება. არსებობდა ვენეციის დოჟის საარჩევნო კ-ის ძალზე დეტალური განაწესი. ბოლოს, არჩევნებში კ-ის წესი კონსტიტუციურად განისაზღვრა შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.
პოლიტიკურ მეცნიერებებში არჩევნები სამი ძირითადი მიმართულებით შეისწავლება: ა) ხმის მიცემის პროცედურის სპეციფიკა; ბ) ამომრჩეველთა ქცევა არჩევნების პერიოდში, და ბოლოს, გ) კონკრეტული სახის არჩევნების (მაგ., არჩევნები საკანონმდებლო ორგანოში) სპეციფიკის შესწავლა.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]