A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საა საბ საგ საე საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საფ საქ საყ საჩ სახ საჯ

საარჩევნო სისტემა

ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს, ფორმებსა და მეთოდებს. ს.ს-ის საფუძვლები, როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ს.ს. შეიძლება ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ მიერ არჩეული სპეციალური პირების - ამომრჩევლების საშუალებით. ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ ს.ს-ებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის (ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი ს.ს.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9