A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მთა

მთავრობა

ხშირად მხოლოდ აღმსარებელი ხელისუფლების სინონიმად იხმარება, განსხვავებით „ხელისუფლებისაგან“ როცა გულისხმობენ ხელისუფლების სამივე შტოს. დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, მ-ს აყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც უმეტესწილად ფორმირებულია ერთი პარტიის წარმომადგენლების მიერ. ასეთი ვითარება განსაკუთრებით ხშირია ორპარტიულ სისტემებში. უმრავლესობის, მ-ს, რომელსაც პრაქტიკულად ხელები აქვს გახსნილი საკუთარი პროგრამის გასატარებლად, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ითვლება, რომ თუკი რომელიმე პარტიამ დააკომპლექტა უმრავლესობის მ., მას უნდა მიეცეს პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციის საშუალება იმდენად, რამდენადაც ეს პროგრამა ყველაზე უფრო ადეკვატურად გამოხატავს ამომრჩევლების ინტერესებს.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9