A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მილიტარიზმი

პოლიტიკა, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების მაქსიმალურ ზრდას, გამალებულ შეიარაღებას, ეკონომიკისა და იდეოლოგიის დაქვემდებარებას სამხედრო მიზნებისათვის და სამოქალაქო ცხოვრებაზე სამხედრო კონტროლს. მ-ის დროს სახელმწიფოს მთელი ძალისხმევა მიმართულია ერთი მიზნისაკენ - მიაღწიოს სამხედრო უპირატესობას სხვა ქვეყნებთან შედარებით, შექმნას მძლავრი პოტენციალი სხვა სახელმწიფოების მიმართ ექსპანსიისა და დაპყრობითი ომებისათვის. მ-ის დონეზე წარმოდგენას იძლევა სამხედრო ხარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის ბიუჯეტში და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის როლი ეკონომიკაში. ეს მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი იყო ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, აგრეთვე, ავტორიტარული რეჟიმის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში (ერაყი, სირია, ანგოლა და სხვა). მ-ის კლასიკური მაგალითებია პოლიტიკა, რომელიც გაბატონებული იყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გასული ს-ის 50-70-იან წლებში, იაპონიაში 20-30-იან წლებში, იტალიასა და გერმანიაში 30-იან წლებში. XXს-ის 90-იან წლებში დაძაბულობის შენელების სასარგებლოდ მსოფლიოში მომხდარი კარდინალური ცვლილებების შედეგად, რასაც ხელს უწყობდა და უწყობს გაეროს სისტემაში არსებული საკონტროლო მექანიზმები და საერთაშორისო ხელშეკრულებები შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მ-ის პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შესუსტდა.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9