A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მიუმხრობლობა (ნეიტრალიზმი)

ამ ტერმონში იგულისხმება იმ სახელმწიფოთა პოლიტიკა, რომლებმაც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ძირითად პრინციპად ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს. გაცილებით ხშირად (განსაკუთრებით დასავლურ ლიტერატურაში) ნ. ანუ მ., გაიგივებულია მოძრაობასთან, რომელიც ჩაისახა ცივი ომის პერიოდში და აერთიანებდა განვითარებად სამყაროს (აზია, აფრიკა და ლათინური ამერიკა), აგრეთვე ზოგიერთ სხვა ქვეყანას (მაგ., იუგოსლავიას), რომლებმაც უარი განაცხადეს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში მონაწილეობაზე და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში ჩაურევლობას უჭერენ მხარს. ნეიტრალური სახელმწიფოსაგან განსხვავებით, მიუმხრობელი ქვეყნები ომს, როგორც პოლიტიკურ საშუალებას (კერძოდ, ანტიიმპერიალისტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომებს), არ უარყოფდნენ და შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობას დასაშვებად მიიჩნევდნენ. ამ ქვეყნების ძირითად მიზანს შეადგენდა ჩრდილოეთ-სამხრეთის ურთიერთობათა განვითარება და როგორც სსრკ-ისგან, ისე აშშ-ისაგან მაქსიმალური დახმარების მიღება ცივი ომის დამთავრების შემდეგ მ-ის მოძრაობის მიზანი და საჭიროება საკმაოდ ბუნდოვანია.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9