A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეგ ნეი ნეკ ნელ ნეო ნეპ ნერ ნეს ნეტ ნეფ

ნეოლიბერალიზმი

ჩამოყალიბდა ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში. მას ხშირად განიხილავენ, როგორც ეკონომიკურ თეორიას. ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება ზომიერი მონეტარული რეგულირების ფუნქცია. ამას გარდა, სახელმწიფო წარმოადგენს საგარეო ბაზრებზე გაღწევის ინსტრუმენტს იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა ქვეყნები ხელს უშლიან თავისუფალ ვაჭრობას. ნეოლიბერალური ეკონომიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გამოვლინებაა პრივატიზაცია, რისი ნათელი მაგალითიცაა დიდ ბრიტანეთში მარგარეტ ტეტჩერის კაბინეტის მიერ გატარებული რეფორმები.
იხ. აგრეთვე: ლიბერალიზმი
წყარო: საყვარელიძე ფრიდონ, ლიბერალიზმი - თავისუფლების იდეოლოგია /სოლიდარობა #4’06 /საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი/ 2006 წ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9