A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ორა ორგ ორდ ორი ორკ ორნ ორპ ორფ

ორპალატიანი სისტემა

სახელმწიფოს მართვის სისტემა, რომლის დროსაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანიზაცია ორი პალატისაგან შედგება. ბევრ ქვეყანაში ზემო პალატას შედარებით შეზღუდული, ქვედა პალატაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზედამხედველობისა და მათი დროებით შეჩერების უფლებები აქვს. გამონაკლისია შეერთებული შტატები, სადაც ორივე პალატას (სენატსა და წარმომადგენელთა პალატას) თითქმის თანაბარი უფლებები აქვს. ორ პალატას შორის კონფლიქტის შემთხვევაში მომრიგებლის როლს ასრულებენ შემთანხმებელი, საერთო კომისიები. ორ პალატიანი საკანონმდებლო სისტემა ძირითადად ფუნქციონირებს ფედერაციული მოწყობის ქვეყნებში (აშშ, გფრ, რუსეთი და სხვ.), სადაც ზედა პალატაში წარმოდგენილნი არიან ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობა, ჩვეულებრივ, დამოკიდებული არ არის ფედერალური ერთეულის ტერიტორიასა და მისი მოსახლეობის რაოდენობაზე. ო.ს.-ში ზედა პალატები სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია ერთმანეთისაგან როგორც დეპუტატების არჩევის წესის, ასევე ფუნქციების მიხედვით. ამ მხრივ ალბათ განსაკუთრებულად გამორჩეულია დიდი ბრიტანეთი, სადაც ზედა, ლორდთა პალატის წევრები არ აირჩევიან, არამედ ინიშნებიან ან მემკვიდრეობით იღებენ მანდატებს.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9