A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

სა სგ სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სტ სუ სფ სქ სც
საა საბ საგ საე საკ სალ სამ სან საპ საჟ სარ სას სატ საფ საქ საყ საჩ სახ საჯ

სამართლებრივი სახელმწიფო

დემოკატიული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის სახეობა, რომელიც კანონის სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ ბუნებრივ, განუყოფელ, ადამიანისა და ხალხების საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას ემყარება. ს.ს. დემოკრატიული და ჰუმანური სამართლებრივი ნორმებით თვითშეზღუდული სახელმწიფოა. შეუთავსებელია მისი არსებობა უსამართლობასთან, თვითნებურ მმართველობასა და დიქტატურასთან, პოლიტიკაში სუბიექტივიზმსა და თვითნებობასთან, რაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისათვის არის დამახასიათებელი დანაშაულებრიობის თარეშთან და კორუფციასთან, ფარულ პოლიტიკურ ინტრიგებსა და კლანურობასთან და სხვ. ასეთი სახელმწიფოს სოციალურ საფუძველს სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს, რომლის ცნობის გარეშე არც სახელმწიფო და არც კანონი ლიგიტიმურად არ ითვლება. სწორედ სახელმწიფო და სამართლებრივი ნორმების ლეგიტიმურობა იძლევა სამოქალაქო საზოგადოებაში კანონიერებისა და სამართალწესრიგის დაცვის უმნიშვნელოვანეს გარანტიას. ს.ს.-ს კონცეფცია სახელმწიფოსა და საზოგადოების გაუცხოებისა და მათი ურთიერთდაპირისპირების წინააღმდეგ გამოდის, ამასთან ერთად, სამართლებრივ საფუძველზე მათი ჰარმონიური ურთიერთობის აუცილებლობას აღიარებს. ს.ს.-ს უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისფლების სამი ძირითადი რგოლის - წარმომადგენლობითის (საკანონმდებლო) აღმასრულებისა და სასამართლოს რეალური დანაწილება, ურთიერთქმედება და ურთიერთკონტროლი სასამართლო ხელისუფლების განსაკუთრებული როლით, რომელიც კანონიერებისა და კანონის დაცვის გარანტად გამოდის.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9