A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ხა ხე ხვ ხო ხუ
ხულ ხუნ ხუც

ხუნტა

ესპანეთში, იტალიაში, ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობა, ქალაქის მმართველობა, მუნიციპალური საბჭო, თვითმმართველი ადმინისტრაციული ერთეულის საოლქო ხელმძღვანელობა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ცალკეული სესია ესპანურენოვან ქვეყნებში ხშირი სამხედრო გადატრიალებების დროს, როდესაც როდესაც ხელისუფლებას შეიარაღებული ძალები იღებენ, მათი მეთაურები აყალიბებენ სამხედრო ხ-ს, რომელიც დროებითი მთავრობის ფუნქციას ასრულებს და ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მაკონტროლებელი ორგანოების მოვალეობებს. სამხედრო ხ. აძლიერებს პოლიტიკური კლიენტელიზმის სისტემას და სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რეჟიმის პერმანენტულ არასტაბილურობაზე მიუთითებს. არც თუ ისე დიდ ქვეყნებში და გარეშე ძალების დახმარებით, როგორც ეს ჩილეში იყო. სამხედრო ხ-მ შეიძლება შეიძლება შექმნას პირობები ქვეყნის კაპიტალისტური მოდერნიზაციისათვის. გასული ს-ის 80-იან წლებში ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის ზემოქმედების შედეგად სამხედრო ხ-ებმა დამარცხება განიცადეს.
იხ. აგრეთვე: პარლამენტი
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9