A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბია ბიბ ბიზ ბილ ბიო ბის ბიუ ბიც ბიძ ბიჭ

ბიჭვინთის ოთხთავი

დაწერილია XII საუკუნეში ნუსხურით, ქაღალდზე, ორ სვეტად. შეიცავს 230 ფურცელს, ზომით არის 31 X 23 სმ. ბიჭვინთის ხელნაწერი მოაჭედინეს და ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ეკლესიას შესწირეს აფხაზეთის მთავრებმა – შერვაშიძეებმა „ცოდვილი სულის საცხოვნებლად და საოხად.“

ხელნაწერის მორთულობას წარმოადგენს მახარებელთა გამოსახულებანი, თავსამკაულები და მხატვრული ინიციალები. შემორჩენილია მარკოზისა და ლუკა მახარებლების გამოსახულებანი.

მარკოზ მახარებლის გამოსახულება მთელ გვერდს იკავებს. იგი ჩართულია დეკორატიულ ჩარჩოში. ჩარჩოს ზემოთ შუაში არწივია გამოსახული. იგი მარკოზ მახარებლის სიმბოლური გამოსახულებაა, რომელიც ჩვეულებრივ ბერძნულსა და ქართულ ხელნაწერებში მახარებლის მინიატურაზე ჩარჩოს შიგნითაა მოთავსებული. თავსამკაულით იწყება ლუკას სახარების ტექსტი. იგი ჩართულია ტექსტის მარცხენა სვეტში. მხატვრული ინიციალი ებმის თავსამკაულის ნახატს. ორნამენტი მცენარეულ მოტივს წარმოადგენს. მთლიან კოლორიტში ლურჯი ფერი ჭარბობს.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ბიჭვინთის ოთხთავი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

წყარო: ბიბლიოვიკი ბიჭვინთის ოთხთავი,
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9