ხელოვნების ფორმალური ცნება მოიცავს შემოქმედების სხვადასხვა კონკრეტულ ფორმებს: მხატვრობას, პოეზიას, პროზას, მუსიკას, თეატრალურ და კინოხელოვნებას და ა.შ. ხელოვნების ღია ცნების მიხედვით კი, შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებათა მრავალფეროვნების გამო შესაძლებელია ხელოვნების ყოველი კონკრეტული ქმნილება (შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი) ფართო ინტერპრეტაციის გამოყენებით სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობით იქნეს გაგებული და ამით მნახველს ამოუწურავი და მრავალფეროვანი ინფორმაცია მიეწოდოს.
წყარო: თავისუფლება №4(28) აპრილი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.