A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დოგ დოკ დოლ დომ დონ დოქ

დოკუმენტური კინო

კინოხელოვნების სახე, რომელიც შექმნილია ნამდვილი ცხოვრებისეული ფაქტების, მოვლენების ასახვის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ თვითონ კინოხელოვნების ისტორია დაიწყო დოკუმენტური კინოთი, რამდენადაც ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული პირველი ფილმები წარმოადგენდა ქრონიკალურ რეპორტაჟებს, რომელშიც აღბეჭდილი იყო მატარებლის შემოსვლა, მუშების გამოსვლა ფაბრიკიდან და ა.შ. მთელი რიგი ცნობილი რეჟისორებისა მხატვრულ ფილმებთან ერთად, ქრონიკალურ ჟურნალებსაც იღებდნენ. კინოგადაღებისა და მონტაჟის ტექნიკის განვითარებამ ხელი შეუწყო დოკუმენტური კინოს შემდგომ განვითარებას: დოკუმენტური ჟურნალები ახლა უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ მოვლენების მექანიკურ ფიქსაციას. გაფართოვდა თემატიკა, გაღრმავდა ანალიტიკური, კვლევითი ხასიათი და მალე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის მრავალი ნიმუში კინოპუბლიცისტიკის მაღალი დონის ქმნილებად იქცა.
იხ. აგრეთვე: კულტურა
წყარო: ხელოვნება : მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი : მოსწ. / [შემდგ.: ნანა მაჭარაშვილი ; რედ.: ჰამლეტ ჩხენკელი ; მუსიკის შესახებ მასალები მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა]. - თბ. : მერიდიანი, 2004. - 80გვ. : ილ.; 28სმ.. - ISBN 99928-32-31-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9