A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რწმ

რწმენა

ლათ. credere, ანუ cor dare – გულის მიცემა
რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, მეორეული, გარედან შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ბაზისია და არა ზედნაშენი. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ანუ რწმენის უნარი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, - ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ განზომილება, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, მორალურობა, პოლიტიკურობა (მოქალაქეობრიობა). ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, ვითარებასთან ადაპტაცია ანუ იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) ორფეხა, ვერტიკალურად მავალი და მეტყველი არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება. თითოეული მახასიათებელი ყოფიერების განსაზღვრულ დარგს ქმნის: აზროვნება - მეცნიერებას (ფართო გაგებით), იარაღის მკეთებლობა ანუ, გნებავთ, თავის დაცვის იმპულსი - სტრატეგიასა და ტაქტიკას, პოლიტიკურობა - პიროვნებათა, კოლექტივთა, ერთა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ნაირფეროვნებას, მორალი - ეთიკას, ე.ი. ქცევის ნორმებს, რწმენა - რელიგიას...
იხ. აგრეთვე: კულტურა, რელიგია
წყარო: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2002
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9