A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მეცნიერება

ინსტიტუციონალიზებული, მრავალსაფეხურიანი, ლოგიკურად დაკავშირებული გამონათქვამების სისტემა, რომელიც ობიექტური მეთოდებით ცოდნის აკუმულირება-დაგროვებას ახდენს. თანამედროვე საზოგადოებაში ცოდნა ქმნის საკუთარ საზოგადოებრივ ქვესისტემას (ლუმანი). სამეცნიერო ინსტიტუტები მყარ სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, სადაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევას. კვლევის შედეგები ჩვეულებრივ, ქვეყნდება, დაგროვილი ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა და ინახება. მეცნიერულმა გამონათქვამმა საგანი (ობიექტი) ისე ზუსტად უნდა განსაზღვროს, რომ იგი სხვებისათვის ამოცნობადი იყოს (ინტერსუბიექტურობა), გარდა ამისა, მეცნიერული კვლევით მიღებული უნდა იქნეს ახალი მონაცემები(სიახლე), დებულებები პრაქტიკულად უნდა იქნეს დადასტურებული (პრაგმატულობა) და შესაძლებელი უნდა იყოს მათი მეთოდური გამეორებით გადამოწმება (დასაბუთებადობა). თეორისს მეცნიერული აღიარების კრიტერიუმებია: მეცნიერული თეორიის პროგნოზის უნარი, ემპირიული გაზომვადობა და მკაფიოობა, ცოდნის სისტემატიზაცია. სოციალურ მ–ებში ხშირად საკამათო და სადისკუსიოა მ–ის ღირებულებისაგან (შეფასებითი ხასიათის მსჯელობებისაგან) თავისუფლების საკითხი (ვებერი). თანამედროვე დასავლური მ–ის ძირები ანტიკურობაში უნდა ვეძებოთ. არისტოტელე (ძვ.წ. 384–322), მაგ., ერთმანეთისაგან განასხვავებდა პრაქტიკულ, თეორიულ და პოეტურ მ–ს. სამყაროს მეცნიერული და სხვა (მაგ., მითოლოგიური) სახის ახსნის მკაფიო გამიჯვნა ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემატურადაა მიჩნეული (ფეირაბენდი). განსხვავებული პასუხები არსებობს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კულტურის შესახებ მ–ის (სოციალური მ–ების) და საბუნებისმეტყველო მ–ების განსხვავება ერთმანეთისაგან მათი საგნისა და მეთოდების მიხედვით. მ–ის განვითარება წარმომადგენს მ–ის ისტორიის საგანს, ზოგიერთ შემთხვევაში მისი განვითარება წარმოდგენილია როგორც ევოლუციური წინსვლა (პოპერი), ხოლო ზოგჯერ ხაზგასმულია მეცნიერული პარადიგმების რევოლუციური მონაცვლეობა (კუნი). მ–ის ანალიტიკური ფილოსოფიის (შტეგმიულერი) შესწავლის საგანია თვით მ. რადგანაც მ–ის პრაქტიკული შედეგები უფრო და უფრო მეტ კრიტიკას განიცდის, იზრდება რეფლექსია მ–ის შესახებ (ბეკი). მ–ისა და საზოგადოების ურთიერთზეგავლენა მეცნიერების სოციოლოგიის საგანია, რომელიც, ამასთან, მ–ის დამოუკიდებლობის საკითხს იკვლევს (ბურდიო).
იხ. აგრეთვე: კულტურა
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9