A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაბ ბაგ ბად ბავ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბან ბარ ბას ბაუ ბაც ბაჯ

ბაბილონი

ქალაქი შუამდინარეთში, ევფრატის ნაპირზე, ახლანდელ ქალაქ ჰილის (ერაყის) მახლობლად.
ბაბნილონი ებრაული სახელია ბაბილონეთისა, რომელიც ბიბლიურ სიმბოლიზმში მუდამ ბოროტ ძალას განასახიერებს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს მისი გამოყენება თავის გეგმათა განსახორციელებლად შეუძლია. ცნობილი ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაბადებაშია მოხსენიებული (11:1-9), ტერასებად ნაგებ კოშკს (ზიქურათს) წარმოადგენს.
ბაბილონის აყვავების ხანაში გავრცელებული ამ ტიპის ნაგებობა სიმბოლოა კერპთაყვანისცემისა და ადამიანური ამპარტავნებისა, რომელსაც ღმერთი სჯის (ენათა აღრევა).
ბიბლიის მიხედვით, ამ ადგილას მსოფლიოს პირველი ხალხი აშენებდა ე.წ. ბაბილონის კოშკს, რომლის წვერი უნდა მისწვდომოდა ღმერთს. ამით ხალხი ცდილობდა გაქცეოდა ღმერთის რისხვას, თუ ღმერთი კაცობრიობას მეორედ მოუვლენდა წარღვნას. ეს უგნურება და ამპარტავნება არ აპატია უფალმა და მანამდე ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ენა აურია და წარმოიშვა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ერები.
მითოლოგიის მიხედვით, ბაბილონი „ღმერთების კარი“, ბაბილონეთის დედაქალაქი. მიწიერ ქალაქს ცაში აქვს თავისი წინასახე, რომლის გეგმითაც აშენდა იგი.
ბაბილონი წარმოდგენილია ღმერთების საკრებულოდ, რომლის სათავეში ზის მარდუქი და განაგებს არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის, არამედ მთელი სამყაროს ბედს.
წყარო: ბიბლიოვიკი ბაბილონი
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9