A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ბა ბდ ბე ბი ბლ ბნ ბო ბრ ბუ ბჭ
ბრა ბრე ბრი ბრმ ბრუ

ბრენდი

ინგლ. Brand
მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი.

ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Coca-Cola, Mercedes, Nike, Harley Davidson, MTV, CNN, BBC და სხვა. ბრენდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენტები წარმოიშობა. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. ის უადვილებს მომხმარებელს გაარკვიოს - რომელი პროდუქტია მისთვის სხვასთან შედარებით უკეთესი. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიყია. ბრენდი განასხვავებს მსგავს პროდუქტებს, ახდენს პროდუქტის ღირსებების ფორმულირებას და მომხმარებელს პროდუქტის მიმართ დამოკიდებულების გარკვევაში ეხმარება. ყოველივე ამის გამო, ბრენდი საშუალებას გაძლევთ კომპლექსურად მიუდგეთ თქვენს საქმიანობას. ბრენდის შექმნა ამომავალი წერტილი ხდება კომპანიის (არხის, ქსელის, პროგრამის) მენეჯმენტის და მარკეტინგის პროცესის სწორი წარმართვისათვის, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არხის გაფორმება და პრომოუშენია.

წყარო: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9