A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მიგ მიზ მით მიკ მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიუ

მიზნობრივი მარკეტინგი

მარკეტინგი, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ხორციელდება პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია სპეციალურად ბაზრის განსაზღვრული სეგმენტისათვის, ე.ი. მარკეტინგის ეს სახე განასხვავებს ბაზრის სეგმენტებს, ამოირჩევს მათგან ერთს ან რამოდენიმეს და ამუშავებს საქონელს და მარკეტინგის კომპლექსს ყოველი არჩეული სეგმენტისათვის. თანამედროვე პირობებში კომპანიები გადადიან მასიური და საქონელ-დიფერენცირებული მარკეტინგიდან მიზნობრივი მარკეტინგის ტექნიკაზე, რომელიც გამყიდველს ეხმარება სრულად გამოავლინოს არსებული მარკეტინგული შესაძლებლობები. ყოველი ცალკეული მიზნობრივი ბაზრისათვის შესაძლებელია გამყიდველის მიერ საქონლის დამუშავება, რომელიც აუცილებელია ამ ბაზარზე.
იხ. აგრეთვე: PR
წყარო: თეთრუაშვილი, მაია. საკუთარი ბიზნესი: დამხმ. სახელმძღვანელო/მაია თეთრუაშვილი, ზურაბ თეთრუაშვილი, ია თეთრუაშვილი. - გორი: [შიდა ქართლის საერო უნ-ტის კომპ. ცენტრი], 2008. ნაწ. 2: მთავარი სამიზნე-მოთხოვნილების დაკმაყოფილება. - 2008. - 102გვ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 98-99. - ISBN: 978-9941-0-0748-4, 500ც.[MFN: 134201]UDC: 338.22(075.8) + 339.13 + 339.138
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9