A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არბ არგ არე არი არკ არმ არო არს არტ არუ არფ არქ არშ არჩ არც არხ

არფა

იტალ. arpa
გერმ. Harfe
ქნარი, ერთ-ერთი უძველესი სიმებიანი საკრავი. თანამედროვე არფა 46 სიმიანია. სიმები ვერტიკალურადაა გაბმული რეზონატორიან სამკუთხა ჩარჩოზე. არფას აწყობენ დიატონური წესით; ძირითადი წყობაა დო-ბემოლ მაჟორი. საკრავის საყრდენზე სიმების შესაბამისად შვიდი სამკუთხა კბილანაა, რომლებშიც პედლებია ჩადგმული. პედლის ერთი მოძრაობა არფის მთელი დიაპაზონის მანძილზე ნახევარტონით ან ერთი ტონით ცვლის თითოეულ ბგერას. არფის დო-სიმები წითელია, ფა-სიმები ლურჯი, დანარჩენები კი თეთრი ფერისაა.
დიდი ოქტავის ფა-მდე სიმებს აბრეშუმის ძაფი და ლითონის სირმა აქვს შემოხვეული, დანარჩენი სიმები ნაწლავებისაგან მზადდება. არფა ფართოდ იყო გავრცელებული ძვ. ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, აფრიკის ქვეყნებში, ეგვიპტესა და საბერძნეთში. თანამედროვე არფა ფრანგი ოსტატის სებასტიან ერარის შექმნილია (1801).
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9