A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

რა რე რი რო რუ რწ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რეჩ

რეფორმა

საზოგადოების რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუტის, პოლიტიკურ სუბიექტთა ურთიერთობების ისეთი გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება მოცემული სისტემის ფარგლებში. პოლიტიკური რ. შეიძლება ინიცირებული იყოს გარკვეული ჯგუფების ან პოლიტიკური პარტიების, გნებავთ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ფენების მოთხოვნებით, მაგრამ რ. ყველა შემთხვევაში წარიმართება სახელმწიფო ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით. სხვადასხვა პერიოდში დასავლეთის ქვეყნებში წარმატებით განხორციელდა სოციალური და პოლიტიკური ხასიათის ლიბერალურ-დემოკრატიული რ-ები. სოციალური და პოლიტიკური მოთხოვნების აქტუალობა რ-ის წარმატებული განხორციელების გარანტია არ არის. როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის მაგალითი გვიჩვენებს, არსებობს პოლიტიკური სისტემები, რომლებიც რეფორმირებას არ ექვემდებარება. გორბაჩოვის „პერესტროიკის“ წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი საბჭოთა ტოტალიტარიზმის ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რომელიც ვერც იდეოლოგიურ, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რ-ებს ვერ ეგუებოდა.
წყარო: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი-ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: , ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია]. - თბ. : ლოგოს პრესი, 2004. - 351გვ. ; 20სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია / რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9