A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ვა ვე ვი ვო ვუ
ვაგ ვაზ ვაკ ვალ ვამ ვან ვარ ვაუ ვაშ

ვარიაცია

ლათ. variatio – ცვლილება
1. რაიმე ნაწარმოების, ნაგებობის, გეგმის და სხვ. მეორეხარისხოვანი ელემენტების სახეცვლილება ისე, რომ ძირითადი ჩანაფიქრი, შინაარსი უცვლელი იყოს;
2. მცენარის ან ცხოველის ორგანიზმის მცირე ცვლილება, ერთგვარი გადახრა ძირითად ტიპთან შედარებით;
3. მუსიკალური თემის, მელოდიის და მისთ. სახესხვაობა;
4. ბალეტში: ტექნიკურად განვითარებული ცეკვა, რომელსაც ასრულებს სოლისტი ქალი უპარტნიოროდ. ვარიაციები - მუსიკალური ნაწარმოები, ცეკვა და სხვ., რაც წარმოადგენს ძირითადი თემის გამეორებასა და დამუშავებას სხვადასხვა სახეცვლილებით.
იხ. აგრეთვე: ბალეტი, მუსიკა
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9