სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებს უსიტყვო მოთქმას, სხვები ბანს აძლევენ. ზ. ყველაზე სრულად სვანებმა შემოინახეს. სვანური ზ. სამხმიანი სიმღერაა და ორ გუნდად სრულდება. ძვ. ქართ. წერილობითი წყაროებით დასტურდება ზ-ით გლოვა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანით ტირილს (კახეთი) ან ზრუნს (რაჭა) უწოდებენ (დ. გიორგაძე)
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")