A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კათ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაჭ

კანტატა

იტალ. Cantata
ლათ. Canto - ვმღერი
დიდი ზომის ვოკალურ-საკრავიერი ნაწარმოების სოლისტის , გუნდისა და ორკესტრისათვის. იგი შედგება რამდენიმე დასრულებული ნაწილისაგან. კ. შეიძლება იყოს საზეიმო, ლირიკული, სამგლოვიარო და თხრობითი ხასიათისა. გვხვდება საერო და სასულიერო (რელიგიური) კ-ბი. კ. შედგება საორკესტრო შესავლის, არიის, რეჩიტატივისა და გუნდისაგან. აღმოცენდა XVII ს. I ნახევარში იტალიაში. განსაკუთრებით განვითარდა ჯ. კარისიმის, ა. სტრადელას, ა. სკარლატისა და სხვ. შემოქმედებაში. იტალ. კ. საერო ხასიათისა იყო. სასულიერო კ. შეიქმნა გერმანიაში. სასულიერო და საერო კ-ის მაღალმხატვრული ნიმუშები შექმნა ი. ს. ბახმა. XIX ს. II ნახევარში მნიშვნელოვანი კ-ის ავტორები იყვნენ: პ. ჩაიკოვსკი, ს. ტანეევი, ს. რახმანინოვი. ქართული კ-ის ავტორებია: ზ. ფალიაშვილი, მ. ბალანჩივაძე, ო. თაქთაქიშვილი, რ. ლაღიძე, ნ. სვანიძე, ა. ჩიმაკაძე, („ქართლის გული“ 1952) და სხვ.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9