A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოგ კოდ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოშ კოჰ

კონცერტი

გერმ. konzert
იტალ. concerto
1. მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრის თანხლებით რომელიმე სოლო საკრავისათვის. კ-ის ნაირსახეობანია: კონჩენტო გროსო, საკონცერტო სიმფონია, კ. ერთი საკრავისათვის (უორკესტროდ), კ. ხმისათვის (ხმებისთვის) ორკესტრთან ერთად, კ. გუნდისათვის, აკაპელა. კ. იწერება სონატური ფორმის პრინციპით და შედგება 3 ნაწილისაგან; გვხვდება კ-ები 2, 3 ან 4 სოლისტისათვის ორკესტრის თანხლებით და კ. ორკესტრისათვის უსოლისტოდ. კლასიკური სკოლის კ-ის თავისებურებებია პირველ ნაწილში 2 ექსპოზიციის (საორკესტრო და სოლო) არსებობა და ე. წ. კადენცია - ბრწყინვალე სოლო იმპროვიზაცია რეპრიზის ან კოდის წინ. ცნობილია კ-ები ფ-ნოსათვის (ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი, ლისტი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, სკრიაბინი, პროკოფიევი, ბალანჩივაძე, თაქთაქიშვილი და სხვ.), ვიოლინოსათვის (მოცარტი, ბეთჰოვენი, მენდელსონი, ბრამსი, პაგანინი, ჩაიკოვსკი, გლაზუნოვი, შოსტაკოვიჩი, ხაჩატურიანი, მაჭავარიანი და სხვ.) ჩელოსათვის (ჰაიდნი, შუმანი, დვორჟაკი, სენ-სანსი, მიასკოვსკი, შოსტაკოვიჩი და სხვ.).
2. მუსიკალური ნაწარმოების საჯაროდ შესრულება.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9