A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ლა ლე ლი ლო ლუ
ლიბ ლიკ ლიმ ლინ ლიპ ლირ ლიტ ლიფ

ლიტავრა

ბერძნ. გვიანდ.(po)lytaurea
ბერძნ. poly - ბევრი და taurea - დოლი
ძველებური დასარტყამი მუსიკალური საკრავი. XVI ს-იდან ორკესტრის შემადგენელი ნაწილია. ლ-ის ქვაბის ფორმის კორპუსს (სპილენძის, თითბრის ან ალუმინის) ზევიდან გადაკრული აქვს ტყავის მემბრანა. საკრავის აწყობა ხდება მემბრანის ან პედალების მექანიზმების დაჭიმვით. ქვევით კორპუსის ცენტრში არის სარეზონატორო ნახვრეტი. ლ. 2 ჯოხის მეშვეობით გამოსცემს მჭექარე ხმას. ორკესტრში გამოიყენება სხვადასხვაგვარად აწყობილი 2-5 და მეტი ლ-ების კომპლექტი.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9