A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

მა მდ მე მთ მი მმ მო მრ მს მუ მღ მწ მხ
მედ მეთ მეი მელ მემ მენ მერ მეს მეტ მეფ მეღ მეშ მეც მეწ მეჭ მეხ

მელოდია

ბერძნ. melodia - სიმღერა, ჰანგი
სხვადასხვა სიმაღლის ბგერთა მხატვრულად გააზრებული თანამიმდევრული რიგი, რომელიც ორგანიზებულია რიტმისა და კილოს მეშვეობიტ. მ. როგორც წესი, მუსიკალური ნაწარმოების საფუძველია. უპირველეს ყოვლისა, მ-ში გამოიხატება მუსიკის მხატვრულ-ემოციური შინაარსი. ერთხმიან მუსიკაში მ. ქმნის დასრულებულ მუსიკალურ სახეს. გამოხატავს ნაწარმოების მუსიკალურ აზრს. მრავალხმიანი მუსიკა შეიცავს ერთდროულად მჟღერ რამდენიმე დამოუკიდებელ მელოდიურ ხმას (პოლიფონია) ან მელოდიებს ჰარმონიული თანხლებით (ჰომოფონია). მ. ძირითადად განსაზღვრავს ნაწარმოების ჰარმონიას, ფაქტურას, ხმათა სვლას. მ-ის ხასიათი შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს ამა თუ იმ ჰარმონიზაციით. მ. დაკავშირებულია მეტყველებასთან, ლექსთან, სხეულის მოძრაობასთან (ცეკვა). მ-ის გამომსახველობა გარკვეულ ემოციურ ტონუსზეა დამოკიდებული; იგი მეტყველების მსგავსად ეყრდნობა ისეთ ხერხებს, როგორიცაა ბგერის სიმაღლე. რიტმი, ხმის სიმძლავრე, ტემპი, ტემბრული ნიუანსები. მაგრამ მეტყველების ინტონაციისაგან განსხვავებიტ, იყენებს გარკვეული სიმაღლის საფეხურებრივად განლაგებულ ტონებს, მუს. ინტერვალებს. მელოდიის მეტრულ-რიტმული სტრუქტურა ლექსის მეტრულ რიტმულ სტრუქტურას ენათესავება, ამავე დროს არსებითადაც განსხვავდება მისგან და წარმოადგენს სპეციფიკურ მუსიკალურ მოვლენას (იხ. რიტმი, მეტრი). მ-ში გაერთიანებულია ერთხმიანობისათვის დამახასიათებელი მუსიკალური გამომსახველობის ყველა საშუალება: ბგერის სიმაღლებრივი (მელოდიური ხაზი, კილო). დროული (რიტმი, მეტრი, ტემპი). აგრეთვე ფონემური (ტემბრი, დინამიკა). მ-ის მნიშვნელოვანი თვისებაა მღერადობა (იხ. კანტილენა), რაც განსაკუთრებით ვლინდება ვოკალურ მუსიკაში. მღერადობა საკრავიერი მუსიკის მ-საც ახასიათებს. მან შეითვისა ვოკალური მუსიკის მრავალი მ-ური ტიპი, ამავე, დროს სხვადასხვა საკრავის ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით მ-ის აგებისა და განვითარების დამოუკიდებელი ხერხებიც გამოიმუშავა. მ-ის ტიპი მკვეთრად განსაზღვრავს მუს. ნაწარმოების სტილსა და ჟანრს, მის ეროვნულ კოლორიტს. მ-ის უმდიდრესი საგანძურია ხალხ. მუს. შემოქმედება. მ-ის მრავალფეროვანი ფორმებია წარმოდგენილი ქართულ სასიმღერო ფოლკლორში. აქ ვხვდებით როგორც განვითარებული მ-ური ხაზის მქონე სიმღერებს („ურმული“), ისე საკრავიერი ტიპის ტეხილ მ-ურ საქცევებს („ხასანბეგურა“).
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9