A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ნა ნე ნი ნო ნუ
ნობ ნოვ ნომ ნორ ნოტ ნოუ ნოქ

ნოქტიურნი

ფრანგ. nocturne – სიტყვასიტყვით-ღამისა
1. XVII ს-ში მცირე ზომის პიესების ციკლი (სიუიტის სახეობა) სასულე ან სასულე და სიმებიანი საკრავების ანსამბლებისათვის.
2. XIX ს-ში მღერადი ლირიკული მუს. პიესა, უმეტესად ელეგიურ-მეოცნებე ხასიათისაა. იწერება მდოვრე ან ზომიერ ტემპში. შუა ნაწილი ზოგჯერ მღელვარე, ცოცხალი ხასიათისაა. ნ-ს როგორც ერთნაწილიანი საფ. პიესის ჟანრს, საფუძველი ჩაუყარა ჯ. ფილდმა. საფ. ნ-ის სრულყოფილი კლასიკური ნიმუში (21) შექმნა ფ. შოპენმა.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9