კომპლექსური და სისტემიზირებული ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფოს დანიშნულების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფოს, მოქალაქის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. შეიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე აღმზრდელობით ფუნქციებს.
სამოქალაქო განათლება უდიდეს როლს თამაშობს მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ადრეული ასაკიდანვე გააცნობიეროს მისი უფლებები, ჰქონდეს წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სახელმწიფო, რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნია მას, როგორც მოქალაქეს. სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი, შედის საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში.