A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ოა ობ ოგ ოდ ოთ ოკ ოლ ომ ონ ოპ ორ ოს ოტ ოფ ოქ ოჩ ოჯ
ორა ორგ ორდ ორი ორკ ორნ ორპ ორფ

ორგანი

ლათ. organum
ბერძნ. organon – იარაღი, ხელსაწყო
კლავიშიანი სასულე მუს. საკრავი. შედგება ერთ კორპუსში მოთავსებული სხვადასხვა ზომის ხის ლითონის მილებისა და პნევმატიკური სისტემისაგან. საკრავს მიდგმული აქვს სამართავი ანუ საშემსრულებლო კათედრა, რომლის პულტზედაც ხელისა (მანუალი) და ფეხის (პედალი) კლავიატურებთან ერთად თავმიყრილია ყველა რეგისტრის სახელურები. ეს სახელურები ამოძრავებს სათანადო ბერკეტებს, აკავშირებს მათ ერთმანეთთან და დამატებითი მილების ჩართვა-გამორთვასა და ხმოვანების გაძლიერება-შესუსტებას ემსახურება. ო-ს შეიძლება ჰქონდეს 1-7 მანუალი (თითოეულს 72-მდე კლავიში აქვს) და პედალი (32 კლავიშიანი). ზოგიერთი თანამედროვე ო-ს 2 პედალი აქვს. ო-ს რეგისტრებად დაყოფილი რამდენიმე მილი აქვს. თითოეულ რეგისტრს მისთვის დამახასიათებელი ტემბრი აქვს. ირთვება ბერკეტით ან კნოპით. საორგანო მუს. იწერება 3 სანოტო დგანზე. რეგისტრის მიუთითებლად. ო-ს შეიძლება ჰქონდეს 3 სახის გადაცემათა სისტემა (ტრაქტურა): მექანიკური პნეემატიკური და ელექტრული. საუკეთესოდ ითვლება მექანიკურისა და ელექტრული ტრაქტურების შეთანხმება. გიგანტური ო. დგას მოსკოვის, ლენინგრადის, რიგის, კიევის, თბილისის, ტალინის, ტაშკენტის საკონცერტო დარბაზებში.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9