A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ეა ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ეჟ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეშ
ევა ევთ ევი ევმ ევო ევრ ევს ევფ ევქ

ევროკავშირი

  1. ევროპის კავშირი შეიქმნა ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (მაასტრიხტის ხელშეკრულება) საფუძველზე. მის ჩამოყალიბებამდე არსებობდა სამი განსხვავებული ევროპული თანამეგობრობა: ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ამჟამად ევროპული თანამეგობრობა), ევროპის ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობა და ევროპის ატომური ენერგიის თანამეგობრობა. ჩამოყალიბების შემდგომი წლების განმავლობაში, ეს ორგანიზაციები (განსაკუთრებით ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა) იყენებდნენ ადამიანის უფლებებს თავისი იურსიდიქციის ფარგლებში. თავდაპირველი სამი თანამეგობრობა წარმოადგენს ახალი ევროკავშირის საყრდენს. ევროპული თანამეგობრობის კანონმდებლობა, როგორც ასეთი, ეხება მხოლოდ საბჭოს ამ საფუძველს. (დანარჩენ ორ საყრდენს წარმოადგენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა სფეროებში). 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებამ შესწორება შეიტანა ამ დანაყოფებში და უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ადამიანის უფლებათა დაცვას ევროპის კავშირში. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო არის ევროპის საბჭოს წევრი და ემორჩილება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირობებს. აღორძინება ომისშემდგომ პერიოდში. ამ დოკუმენტებში არ მოიხსენიებოდა ადამიანის უფლებები. თანამეგობრობათა დამაარსებლები ფიქრობდნენ, რომ ეკონომიური ინტეგრირება არ მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას ადამიანის უფლებებზე და, უფრო მეტიც, მის წინამორბედ ევროპის საბჭოს თავის დღის წესრიგის პირველ საკითხად დასმული ექნებოდა ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც, თავისთავად, თანამეგობრობებს გაათავისუფლებდა ამ საკითხებზე ფიქრის საჭიროებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი სახელმწიფო ევროპის საბჭოსთან შეერთებას განიხილავდა, როგორც წინ გადაგმულ ნაბიჯს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებისკენ. 2004 წლის მაისში ევროკავშირის წევრების რაოდენობა 15-დან 25-მდე გაიზარდა – ახალი სახელმწიფოები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდანაა
    წყარო: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  2. ევროკავშირში შედის 15 წევრი სახელმწიფო: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, გარკვეულ სფეროებში გააერთიანონ თავიანთი სუვერენიტეტი და რესურსები; პოლიტიკას ამ სფეროებში ატარებენ ევროპული თანამეგობრობის ინსტიტუტები. თანამეგობრობის ძირითად პოლიტიკურ ინსტიტუტებს ეკუთვნის მინისტრთა საბჭო, გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილებით აღჭურვილი, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორგანო, ევროკომისია, მთავარი აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც აქვს, და პირდაპირი გზით არჩეული ევროპარლამენტი. ევროკავშირი სათავეს იღებს რამდენიმე ხელშეკრულებიდან, რომელთა უმთავრესი მიზანია ომისშემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის მეშევეობით წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარება
    წყარო: რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ?: ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა - [თბ., 2000]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9