A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

გა გე გვ გზ გი გლ გო გრ გუ
გაბ გაე გავ გაზ გაი გალ გამ გან გას გაუ გაფ გაშ

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია)

ინგლ. შემ. UN; United Nations
სუვერენულ სახელმწიფოთა ნებაყოფლობითი გაერთიანება; საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1945 წელს. გ. თავად არ ფლობს სუვერენიტეტს. ორგანიზაციის ნებას განსაზღვრავენ წევრი-სახელმწიფოები (დღესდღეობით, 191 ქვეყანა), რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით - კონსენსუსით ან კენჭისყრის გზით. თითოეული სახელმწიფო, განურჩევლად სიდიდისა, ეკონომიკური თუ სამხედრო ძლიერებისა, ერთი ხმის მფლობელია. გამონაკლისია უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას (როგორც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სამართალმემკვიდრეს) მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას შეუძლიათ ვეტოს უფლების გამოყენება. გ.-ს დამფუძნებელი აქტი - გ.-ს წესდება - მიღებული 1945 წელს, განსაზღვრავს ორგანიზაციის მანდატს, მისი წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, ორგანიზაციის სტრუქტურას და პროცედურას. წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ახდენს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი უმნიშვნელოვანესი პრინციპების კოდიფიკაციას, როგორებიცაა ერთა (ერ-სახელმწიფოთა) თანასწორობა და საერთაშორისო სისტემაში შეიარაღებულ ძალთა გამოუყენებლობა. წესდების ხელმოწერით სახელმწიფო აღიარებს საკუთარ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას იღებს ამ აქტით დაკისრებული უფლებების განხორციელებაზე. წესდებაზე დაყრდნობით გ. მიზნად ისახავს: დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება; ხალხთა თვითგამორკვევისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერთა შორის; გააღრმაოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული სახის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განვითარების მიზნით; გახდეს საერთაშორისო ცენტრი ამ მიზნების შესათანხმებლად და განსახორციელებლად. დასახულიამოცანების განხორციელებისას ორგანიზაციისა და მისი თითოეული წევრისთვის ძირითადია შემდეგი პრინციპები: ორგანიზაციის წევრთა სუვერენული თანასწორობა; ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულება; საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დასაცავად საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით მოწესრიგება; საშინაო საქმეებში ჩაურევლობა; საერთაშორისო ურთიერთობებში ძალით მუქარისგან თავის შეკავება; გაეროსთვის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებაში დახმარება და თავის შეკავება იმ სახელმწიფოთა მხარდაჭერისგან, რომელთა წინააღმდეგაც გ., წესდებიდანვე გამომდინარე, პრევენციული ხასიათის იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს. გ. სოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული, რუსული, ჩინური და ესპანური. მოგვიანებით დაემატა არაბული ენა, როგორც გენერალური ასამბლეის, უშიშროების საბჭოსა და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ოფიციალური ენა. გ. ექვსი ძირითადი ორგანოსგან შედგება. ამასთან, იგი მოიცავს 15 სპეციალიზებულ სააგენტოს, რამდენიმე პროგრამასა და ორგანიზაციას. გ.-ს ძირითადი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, საერთაშორისო სასამართლო, სამეურვეო საბჭო და გ.-ს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. გ.-ს შტაბბინა მდებარეობს აშშ-ში, ნიუიორკში.
წყარო: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9