A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

ჩა ჩე ჩი ჩო ჩუ
ჩოლ ჩონ

ჩონგური

დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, აჭარა) გავრცელებული ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი სამუსიკო საკრავი. მეოთხე სიმს (ქვემოდან მეორეს, დანარჩენებზე მოკლეს) ზილი ეწოდება. იგი სააკორდო ბგერას იძლევა და ყველა სიმზე მაღლაა აწყობილი. თავში სამი მოქლონი აქვს გაყრილი, ზილისათვის კი შუა ნაწილზე სიმები სიმაღლის მიხედვით მსხვილდება (დაბალ ბგერებს უფრო მსხვილი სიმები გამოსცემს და პირიქით). ყველაზე წვრილია ზილი. ჩ-ის წყობა და საკრავის კილო ჰარმონიულ საფუძველზეა აგებული. ჩ. სოლო და საანსამბლო საკრავია.
იხ. აგრეთვე: მუსიკა
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9