ქართული (აჭარული) ხალხური ჩასაბერი საკრავი. გუდასტვირის სახესხვაობა, გავრცელებულია აგრეთვე ლაზეთში. შედგება ტყავის გუდისა და ჭ-საგან (მას გუდის ჭიბონსაც ეძახიან). აჭარაში არსებობს ერთლულიანი უგუდო ჭ.., რომელსაც ზურნასაც უწოდებენ. ჭ. ორხმიანი საკრავია, აქვს ხმის გამომცემი ორი ლულა (დედანი), ერთს მთქმელი ეწოდება, მეორეს ბანი. აჭარულ ჭ-ს ერთ ლულაზე ხუთი თვალი აქვს ამოჭრილი, მეორეზე-სამი, ლაზურს-ერთზე ხუთი, მეორეზე ერთი. გამოსცემს ძლიერ, ყივანა ხმას.
წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")