A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

თა თბ თე თვ თი თრ თუ
თაგ თავ თალ თან თაო თარ თას

თავშესაფარი

  1. უცხოელისათვის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული დაცვა თავის ტერიტორიაზე.
    წყარო: გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001,
  2. თავშესაფარს ეძებენ პირები, რომელთაც არ სურთ დაბრუნება ქვეყანაში, ჩვეულებრივ, საკუთარ სამშობლოში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. თავშესაფარის მიცემა გულისხმობს, რომ პირს მიეცა მოცემულ უცხო ქვეყანაში დარჩენის უფლება. ამგვარი უფლება შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი;
    წყარო: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე ; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006.
  3. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებელი ან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის ბაზაზე არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი, რომელიც ემსახურება მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე დაცვის ღონისძიებებს; ასევე ოჯახის ნათესავებისა და მეგობრების ოჯახი.
    წყარო: ოჯახში ძალადობა და სამართლებრივი დახმარებ: სახელმძღვანელო ტრენერებისთვი,– საზ გაერთ ქალთა საინფორმაციო ცენტრი ,– ISBN 978-9941-0-0878-8 ,–თბ.
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9