A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

შა შე ში შო შტ შუ
შოვ შოკ

შოკური თერაპია

მედ.
ფრანგ.
(უმთავრესად პოლონურ-რუსული ვერსიით), ან „დიდი აფეთქება“, „დიდი დარტყმა“ („Big Bang“,), ან „მწარე აბი“ („Bitter Pill“) უმოკლეს ვადებში რადიკალური გარდაქმნების რიცხვის მაქსიმიზებას გულისხმობს, რომელთა შორის უმთავრესი გამიზნულია უზრუნველყოს ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება, ფულის ნომინალური მასის ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში. „შოკური თერაპიის“ შინაარსი მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ორთოდოქსული სცენარიდან გამოდის, როცა ბიუჯეტის დეფიციტის ლიკვიდირება (ან მინიმიზება მაინც) და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება ფულის ნომინალური მასის, ან ვალუტის გაცვლითი კურსის დაფიქსირების პირობებში ძალზედ სწრაფად, დროის შემჭიდროებულ ვადებში ხდება. ამასთან წარმატება დიდადაა დამოკიდებული პოლიტიკურ სტაბილურობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შოკური თერაპია“ ე.წ. „ვაშინგტონის კონსენსუსის“ იდენტური, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტრანსფორმაციული პროცესებისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიდგომებს უდევს საფუძვლად. „შოკური თერაპიის“ მეთოდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად იქნა გამოყენებული დასავლეთ გერმანიის რეფორმირებისათვის. „მეორე სიცოცხლე“ ამ მეთოდს, პოსტკომუნისტურმა პოლონეთმა შესძინა და შემდგომ სხვადასხვა ვარიაციით და მეტნაკლები წარმატებით ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაშიც, მათ შორის ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც იქნა რეალიზებული; კერძოდ, თუ პოლონეთში შემუშავებულ იქნა „ბალცეროვიჩის გეგმა“, იუგოსლავიაში მიიღეს „მარკოვიჩის გეგმა“, უნგრეთში „კუპას გეგმა“, ჩეხოსლოვაკიაში „კლაუსის გეგმა“. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ თითოეული ეს გეგმა არსით პრაქტიკულად იდენტურია, და ერთმანეთისაგან მხოლოდ ცალკეული დეტალით თუ განსხვავდება.
იხ. აგრეთვე: შოკი, თერაპია
წყარო: ბალცეროვიჩი, ლეშეკ სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში/პოლონ. თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა. - თბ., 2002. - 216გვ. ; 20სმ.. - ISBN: 99928-0-290-1 : [ფ.ა.][MFN: 16552] UDC: 338(438) + 338.24.021.8(438)
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9