შეიძლება განისაზღვროს როგორც სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. მსოფლიოს ბევრ ნაწილში განსხვავებული (განსხვავებული უმრავლესობისაგან) ორიენტაციის მქონე ინდივიდები არიან დისკრიმინაციის საგანი, რაც ვარირებს შეურაცყოფიდან მკვლელობამდე. ბევრ ქვეყანაში ჰომოსექსუალობის პრაქტიკა ჯერ კიდევ დანაშაულად ითვლება და ზოგიერთ მათგანში სიკვდილით ისჯება. თუმცა, ევროპის ფარგლებში პროგრესი მიღწეულია ცვალებად კანონმდებლობაში ბევრი ადამიანი კვლავ განიხილავს ჰომოსექსუალობას როგორც დაავადებას, ფსიქოლოგიურ დარღვევას ან არაბუნებრივ მდგომარეობას
წყარო: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004