A B C D E F H I L N O P S T V W X Y
Ε Λ Μ Ν
Б В О

და დე დი დო დრ დუ
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დეო დეპ დეს დეტ დეფ დექ დეც

დესპოტიზმი

ავტორიტარული რეჟიმის არქაული სახე. სახელმწიფო მმართველობის ორ დამახინჯებულ ფორმას შეესაბამება: არისტოტელეს მიხედვით - ტირანიასა და ოლიგარქიას. სახელმწიფო პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, კერძო მისაკუთრების ობიექტურ ფორმად იქცევა (გამდიდრება, დესპოტის შესაძლო ფანტაზიები) მისი ან მათი მხრიდან, ვინც მართავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დესპოტიზმი ძალაუფლების განხორციელების ორიდან ერთ-ერთი (ან ერთდროულად ორივე) საშუალებით გამოიხატება: ერთი ან რამდენიმე მმართველის მიერ სახელმწიფოს პატრიმონიალური ექსპლუატაციით, რომლებიც კანონს საკუთარ ან თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების ინტერესებს უქვემდებარებენ. ერთპიროვნული გადაწყვეტილებები (სისასტიკე სისასტიკისთვის, ახირებები და საკუთარი ვნებები...), რომლებშიც ვლინდება დესპოტის სურვილი. თანამედროვეობის დესპოტურ მმართველთა სია გრძელია: ბოკასა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დიუვალიე ჰაიტიზე, ტრუხილიო დომინიკის რესპუბლიკაში, მარკოსი ფილიპინებზე, მობუტუ ზაირში.
წყარო: სოლიდარობა №11–12(20–21),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9