1. მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შინაგან სნეულებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს; შინაგან სნეულებათა მკურნალობა არაქირურგიული მეთოდებით (წამლებით, შრატებით, სითბოთი, ელექტრობით და მისთ.).
2. რთული სიტყვის მეორე შემადგენელი ნაწილი; აღნიშნავს იმ წესით მკურნალობას, რომელზეც მიუთითებს სიტყვის პირველი ნაწილი. მაგ., ფიზიოთერაპია. რენტგენოთერაპია. ბალნეოთერაპია
წყარო: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. - მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1989. - 600გვ. ; 16სმ.. - სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. - 5მ., 10000ც.[MFN: 2749]