სამეცნიერო ლიტერატურაში სასტიკი მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს – ბულინგი (ინგ. Bully -ხულიგანი, მოძალადე), მობინგი (mob -ბრბო, mobbing -თავდასხმა, შევიწროება). ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.